суббота, 8 июня 2019 г.

მერვე დღის რეფლექსია

         მე-8 დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა შაბათ-კვირას გავლილი მასალა, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს.
მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ.
განასხვავებენ სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებს:

  • ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური
  • მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება
  • მრავალმხრივი ინტელექტი
გავეცანით რომ, მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.შევქმენით პროექტისთვის პადლეტი და ჩავაშენეთ ბლოგზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий